ბოლო წლებში ჩატარებული კვლევების თანახმად, მსოფლიო ბაზარზე მოთხოვნა მაღალი ხარისხის, მათ შორის ბიო თაფლზე  დღითიდღე იზრდება.  2014 წელს ევროკავშირთან გაფორმებული ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება (DCFTA), საქართველოს შესაძლებლობას აძლევს, შესაბამისი სტანდარეტების დაკმაყოფილების შემთხვევაში, მოახდინოს თაფლის ექსპორტი ევროკავშირის ბაზარზე. ჯარას თაფლს, თავისი ისტორიით, ბიო მრავალფეროვნებით მდიდარი გავრცელების არეალითა და სრულიად ბუნებრივი ფიჭით, დიდი პოტენციალი აქვს დააკმაყოფილოს როგორც ბიო სერტიფიცირების მოთხოვნები, ასევე, გახდეს კონკურენტული საერთაშორისო ბაზარზე როგორც მაღალი ხარისხის უნიკალური პროდუქტი.

ასოციაციის დახმარებითა და ხელმძღვანელობით, პირველად საქართველოში, ოცდაოთხი ჯარას მეფუტკრემ ბიო სერტიფიცირება გაიარა. მათ შორისაა გოდერძის ალპური ბაღის ჯარას საფუტკრე მეურნეობა.