ასოციაციის წევრები არიან ჯარას მეფუტკრეები, რომლებიც დღემდე მისდევენ მეფუტკრეობის უძველეს  სახეობას. 

Ramaz Dumbadze Ramaz Dumbadze Ramaz Dumbadze
ასლან შაქარაძე ჯარას მეფუტკრეთა ასოციაციის დამფუძნებელი და თავმჯდომარეა. მისი დაუღალავი შრომითა და საქმისადმი თავდადებით, ჯარას მეფუტკრეობა მიმზიდველი ხდება როგორც დამწყები, ასევე გამოცდილი მეფუტკრეებისათვის. რამინ ჯიჯავაძე ჯარას მეფუტკრეთა ასოციაციის მმართველთა საბჭოს წევრია. ის გამოცდილი მეფუტკრეა, რომელიც დღემდე უცვლელად მისდევს მეფუტკრეობის უძველეს ტრადიციულ სახეობას. ამავდროულად, ის ასოციაციის წევრებისათვის ახორციელებს ფუტკრის ოჯახების მკურნალობას მჟაუნმჟავას შესაფრქვევი დანადგარით. რამაზ დუმბაძე თვითნასწავლი მეფუტკრეა. ის ჯარას სკების მოვლაში ბავშობიდანვე ჩაერთო. ამჟამად ის აქტიურად არის ჩართული ასოციაციის წევრებისათვის ფუტკრის ოჯახების მკურნალობას მჟაუნმჟავას შესაფრქვევი დანადგარით.


წევრობის უპირატესობები

ჯარას მეფუტკრეთა ასოციაციის აქტიური ჩართულობითა და მუშაობით, 2018 წელს პირველად მოხდა  ჯარას თაფლის  კომერციული შეგროვება ქართული თაფლის მწარმოებელი და ექსპორტიორი კომპანიის მიერ. საერთაშორისო სტანდარტების დაცვით შეფუთული და ეტიკეტირებული  ჯარას თაფლი მომხმარებლებისთვის ხელმისაწვდომი გახდა როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო ბაზრებზე. პირველი წარმატებული კომერციული შეგროვების შედეგად, მეფუტკრეებს შემოსავალი გაეზარდათ და მათი მოტივაცია ამაღლდა, თორმეტმა ახალმა მეფუტკრემ დაიწყო ჯარას თაფლის წარმოება, რის შედეგადაც 2019 წელს მოწეული და რეალიზებული ჯარას თაფლის რაოდენობა თითქმის გასამმაგდა. 2020 წლის თებერვალში, საქართველოშო პირველად, აჭარაში მცხოვრები თვრამეტი ჯარას მეფუტკრე გახდა ბიო სერტიფიცირებული. ექსვი მეფუტკრე, მათ შორის გოდერძის ალპური ბაღის ჯარას საფუტკრე ამჟამად გადიან სერტიფიცირების პროცესს, რათა, 2020 წლის ბოლოს მიიღონ ბიო სერტიფიკატები. 2020 წლის  ჯარას თაფლის მოსავლის სავარაუდო რაოდენობა შეადგენს 3 ტონას.