ვინ ვართ ჩვენ
ჯარას მეფუტკრეთა ასოციაციის მიზანია ჯარას მეფუტკრეების გაძლიერება, წარმოჩენა და მათი ინტერესების დაცვა, შესაბამის დაინტერესებულ მხარეებთან დაკავშირებისა და ბიო სერტიფიცირების პროცესში დახმარების გზით.
ვრცლადმიზნები
ჯარას მეფუტკრეთა ასოციაციის მიზანია მეფუტკრეობის უძველესი ტრადიციული მეთოდის შენარჩუნება და პოპულარიზაცია.
ვრცლადჩვენი პასუხისმგებლობა
ასოციაციის აქტიური მუშაობის შედეგად ხდება ჯარას მეფუტკრეების დაკავშრება დაინტერესებულ პირებთან და ჯარას თაფლის კომერციული შეგროვება.
ვრცლადჩვენი წევრები
ასოციაციის წევრები არიან ჯარას მეფუტკრეები, რომლებიც დღემდე უცვლელად მისდევენ მეფუტკრეობის უძველესი სახეობას.
ვრცლადწევრობის უპირატესობა
ასოციაციის რჩევების, კავშირების და სერვისების გამოყენებამ, როგორიცაა: ბიო მეთოდით წარმოება, ბიო ვეტერინარული პრეპარატების გამოყენება, ჰიგიენური ნორმების დაცვა და წარმოების სანიმუშო პრაქტიკა, გაზარდა ჯარას პროდუქტიულობა 30%-ით, რაც ჩვენი წევრების შემოსავალს ზრდის.
ვრცლადსერვისები
ინფორმირებულობა, კავშირები, კონსულტაციები, დახმარება ბიო სერტიფიცირებაში, მკურნალობა მჟაუნმჟავას შესაფრქვევი დანადგარით, ხარისხის ნიშნის მინიჭება, ხარისხის უზრუნველყოფის სტანდარტის დაცვა და ინსპექტირება, დახმარება ჯარას თაფლის რეალიზაციაში.
ვრცლადრა არის ჯარა
გეჯური მეფუტკრეობა მსოფლიოში არც ისე ბევრგანაა შემორჩენილი. საქართველოშიც მეფუტკრეები თანამედროვე მეთოდებს ირჩევენ თაფლის მისაღებად. თუმცა მაღალმთიანი აჭარა გამორჩეულია ამ მხრივ. ადგილობრივები განაგრძობენ ფუტკრების მოშინაურების რთულ, მაგრამ უძველეს ტრადიციას - ნაყარის მოთავსებას ორნაწილად გაყოფილ და გამოთლილ მორში, რომელსაც ჯარა ეწოდება.
ვრცლადსტანდარტი
სავაჭრო ნიშანი პროდუქციაზე წარმოადგენს ჯარას მეფუტკრეთა ასოციაციის გარანტიას, რომ მწარმოებელი აკმაყოფილებს ჯარას თაფლის წარმოების ხარისხის უზრუნველყოფის სტანდარტს.
ვრცლადბიო მეფუტკრეობა
ჯარას თაფლს, თავისი ისტორიით, ბიო მრავალფეროვნებით მდიდარი გავრცელების არეალითა და სრულიად ბუნებრივი ფიჭით, დიდი პოტენციალი აქვს როგორც დააკმაყოფილოს ბიო სერტიფიცირების მოთხოვნები, ასევე, გახდეს კონკურენტული საერთაშორისო ბაზარზე, როგორც მაღალი ხარისხის უნიკალური პროდუქტი.
ვრცლადფილმი ჯარა
სასარგებლო ბმულები
საკონტაქტო ინფორმაცია
ჯარას მეფუტკრეთა ასოციაცია