კონსულტაციებიასოციაციის წევრები უფასოდ მიიღებენ შემდეგ კონსულტაციებს:
მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ ჯარას თაფლის წარმოების გზამკვლევი ქართული ტრადიციული მეფუტკრეობა - ჯარას თაფლის წარმოების სახელმძღვანელო |
დახმარება ბიო სერტიფიცირებაში
|
მკურნალობა მჟაუნმჟავას შესაფრქვევი დანადგარითმჟაუნმჟავას შეფრქვევით მკურნალობის უპირატესობა მდგომარეობს მის მაღალ ეფექტურობაში, როგორც დროში ეფექტურობაში, ასევე, მისი გამოყენების სიმარტივეში. პრეპარატის შეფრქვევისას არ არის საჭირო ჯარას გახსნა, შეფრქვევა ხდება დანადგარის საფრენთან ახლოს მიტანით. აღნიშნული მომსახურება ფასიანია და დამოკიდებულია საფუტკრის ადგილმდებარეობასა და ჯარების რაოდენობაზე. |
დახმარება თაფლის რეალიზაციაშიასოციაცია ეხმარება თავის წევრებს ჯარას თაფლის რეალიზაციაში. 2018 წლიდან, ასოციაციის ჩართულობითა და აქტიური მუშაობით მოხდა კავშირების დამყარება ჯარას მეფუტკრეებსა და თაფლის შემგროვებელს შორის და შემდეგ ხდება ჯარას თაფლის კომერცული შეგროვება. წარმატებული შეგროვების შედეგად, საერთაშორისო სტანდარტებით შეფუთული და ეტიკეტირებული ჯარას თაფლი ხელმისაწვდომია როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო ბაზარზე. |
ხარისხის ნიშნის მინიჭებაჯარას მეფუტკრეებს, რომლებიც დააკმაყოფილებენ ასოციაციის წევრების მიერ შემუშავებულ ჯარას თაფლის წარმოების ხარისხის სტანდარტს, ასოციაცია მიანიჭებს უფლებას, თავიანთ ეტიკეტზე გამოიყენონ ჯარას თაფლის ხარისხის ნიშანი (ოფიციალურად რეგისტრირებული საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრ „საქპატენტში“). |