ვინ ვართ ჩვენ

ჯარას მეფუტკრეთა ასოციაციის მიზანია ჯარას მეფუტკრეების გაძლიერება, წარმოჩენა და მათი ინტერესების დაცვა, შესაბამის დაინტერესებულ მხარეებთან დაკავშირებისა და ბიო სერტიფიცირების პროცესში დახმარების გზით.

ვრცლად
ვინ ვართ ჩვენ

მიზნები

ჯარას მეფუტკრეთა ასოციაციის მიზანია მეფუტკრეობის უძველესი ტრადიციული მეთოდის შენარჩუნება და პოპულარიზაცია.

ვრცლად

ჩვენი პასუხისმგებლობა

ასოციაციის აქტიური მუშაობის შედეგად ხდება ჯარას მეფუტკრეების დაკავშრება დაინტერესებულ პირებთან და ჯარას თაფლის კომერციული შეგროვება.

ვრცლად

ჩვენი წევრები

ასოციაციის წევრები არიან ჯარას მეფუტკრეები, რომლებიც დღემდე უცვლელად მისდევენ მეფუტკრეობის უძველესი სახეობას.

ვრცლად

წევრობის უპირატესობა

ასოციაციის რჩევების, კავშირების და სერვისების გამოყენებამ, როგორიცაა:  ბიო მეთოდით წარმოება, ბიო ვეტერინარული პრეპარატების გამოყენება, ჰიგიენური ნორმების დაცვა და წარმოების სანიმუშო პრაქტიკა,  გაზარდა ჯარას პროდუქტიულობა  30%-ით, რაც ჩვენი წევრების შემოსავალს ზრდის.

ვრცლად

სერვისები

ინფორმირებულობა, კავშირები, კონსულტაციები, დახმარება ბიო სერტიფიცირებაში, მკურნალობა მჟაუნმჟავას შესაფრქვევი დანადგარით,  ხარისხის ნიშნის მინიჭება, ხარისხის უზრუნველყოფის სტანდარტის დაცვა და ინსპექტირება, დახმარება ჯარას თაფლის რეალიზაციაში.

ვრცლად

რა არის ჯარა

გეჯური მეფუტკრეობა მსოფლიოში არც ისე ბევრგანაა შემორჩენილი. საქართველოშიც მეფუტკრეები თანამედროვე მეთოდებს ირჩევენ თაფლის მისაღებად. თუმცა მაღალმთიანი აჭარა გამორჩეულია ამ მხრივ. ადგილობრივები განაგრძობენ ფუტკრების მოშინაურების რთულ, მაგრამ უძველეს ტრადიციას - ნაყარის მოთავსებას ორნაწილად გაყოფილ და გამოთლილ მორში, რომელსაც ჯარა ეწოდება.

ვრცლად
რა არის ჯარა

სტანდარტი

სავაჭრო ნიშანი პროდუქციაზე წარმოადგენს ჯარას მეფუტკრეთა ასოციაციის გარანტიას, რომ მწარმოებელი აკმაყოფილებს  ჯარას თაფლის წარმოების ხარისხის უზრუნველყოფის სტანდარტს.

ვრცლად

ბიო მეფუტკრეობა

ჯარას თაფლს, თავისი ისტორიით, ბიო მრავალფეროვნებით მდიდარი  გავრცელების არეალითა და სრულიად ბუნებრივი ფიჭით, დიდი პოტენციალი აქვს როგორც დააკმაყოფილოს ბიო სერტიფიცირების მოთხოვნები, ასევე, გახდეს კონკურენტული საერთაშორისო ბაზარზე, როგორც მაღალი ხარისხის უნიკალური პროდუქტი.

ვრცლად
ბიო მეფუტკრეობა

ფილმი ჯარა

საკონტაქტო ინფორმაცია

ჯარას მეფუტკრეთა ასოციაცია

ა. მელაშვილის ქ. # 26,
ბათუმი, საქართველო

+995 557 94 10 10,

info@jarabeekeepers.org

მოგვწერეთ კითხვები